საკადეტო პროგრამა
2023 წლის 22 დეკემბერს Briese Crewinng Georgia-მ და Batumi Marine Academy-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.
ჩვენი კადეტები პრაქტიკას გადიან თანამედროვე გემებზე, რომლებიც აღჭურვილია ბოლო მოთხოვნების შესაბამისი სანავიგაციო მოწყობილობებით და А-1-ს კლასის ავტომატიკით, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ SOLAS-ის და MARPOL-ის საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად. პრაქტიკანტებს ბორტზე აქვთ წვდომა კომპანიის ყველა მანუალზე, ცირკულარზე და ინსტრუქციაზე, რაც საჭიროა კომპანიის Briese Schiffahrt GmbH გემებზე ცურვის პრაქტიკის ეფექტური გავლისთვის.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ბ-ნმა ვილკ ბრისმა (Mr. Wilke Briese) - Briese Schiffahrt GmbH-ს გენერალურმა მენეჯერმა, კაპიტანმა ბ-ნმა მაქსიმ ნესტერმა (Mr. Maxim Nester) - კომპანიის Crewing Georgia LLC დირექტორმა და ქ. ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა ბ-ნმა მურთაზ დევაძემ (Mr. Murtaz Devadze).
საკადეტო პროგრამის დამთავრება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ რეკომენდაციები ხომალდის სამეთაურო შემადგენლობისგან და დაიკავოთ ოფიცრის თანამდებობა კომპანიის გემებზე საზღვაო უმაღესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე.
ჩვენი კომპანია მზადაა ითანამშრომლოს საგემბანო და სამანქანო კადეტებთან, რომლებიც მიისწრაფვიან ცოდნისკენ, არ ეშინიათ მუშაობისა და აქვთ ინგლისური ენის კარგი სასაუბრო დონე. კომპანია უპირატესობას ანიჭებს საკაბოტაჟო ცურვის გემებზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს ან ისეთ კანდიდატებს, რომელთაც უკვე აქვთ ზღვაზე შესაბამისი დროშით მოცურავე გემებზე მუშაობის მცირე გამოცდილება.
თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკაში გამოიყენოთ საკუთარი ცოდნა, რომელსაც მიიღებთ საზღვაო აკადემიაში ან საზღვაო კოლეჯში სწავლის დროს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე და 7 ფუტი კილის ქვეშ!