ჩვენს შესახებ
საზღვაო სააგენტომ ”Briese Crewing Georgia” თავისი საქმიანობა დაიწყო 2023 წლის 1 თებერვალს როგორც Briese Crew Management Germany-ს ერთ-ერთმა განყოფილებამ. საზღვაო სააგენტო ”Briese Crewing Georgia” სრულად ლიცენზირებულია MLC (საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ 2006 წლის კონვენცია) კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია გერმანული სანაოსნო კომპანიის Briese Schiffahrt GmbH გემებზე STCW 95 საერთაშორისო კონვენციის ყველა მოთხოვნის თანახმად სერტიფიცირებული ყველა საზღვაო სპეციალობის მაღალკვალიფიციური მეზღვაურების შერჩევასთან, დაკომპტექტებასა და დასაქმებასთან
Briese Crew management-ის ძირითადი პარტნიორია საქართველოში.
საზღვაო სააგენტო «Briese Crewing Georgia» წარმოადგენს გერმანული სანაოსნო კომპანიის компании "Briese Schiffahrt GmbH & Co Kg" ძირითად პარტნიორს საქართველოში, რომელთან თანამშრომლობაც ეფუძნება პირდაპირი ქირავნობის საფუძველზე, რომელიც გამორიცხავს შუამავლობასა და ორმაგ აგენტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და დანახარჯებს და საშუალებას აძლევს ჩვენს სააგენტოს განახორციელოს ეკიპაჟების ეფექტური დაკომპლექტება კომპანიის 150-ზე მეტი გემისთვის, ისეთი ტიპების ჩათვლით, როგორიცაა კონტეინერმზიდები, უნივერსალები, ბალკერები, მძიმეწონიანი ტვირთების გადამზიდი გემები და ზღვისპირა ნაოსნობის გემები.
კომპანიის შექმნის ისტორია
კომპანია Briese Schiffahrt GmbH & Co. KG შტაბ-ბინით ლეერში დაფუძნდა 1984 წელს პროფესორით და შორეული ნაოსნობის კაპიტნის როლფ ბრიზეს მიერ.
შექმნისთანავე კომპანია ორიენტირებული იყო გენერალური/მრავალმიზნიანი ტვირთების და მძიმეწონიანი ტვირთების ბაზარზე. კომპანია მუდამ ახდენს თავისი ფლოტის მოდერნიზებას (გემების საშუალო ასაკი 7 წელია). კომპანიას აქვს დაფრახტვის საკუთარი განყოფილება BBC Chartering и Briese Chartering-ში, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს მთელ მსოფლიოში 300-ზე მეტი გემის დაფრახტვას და არის მსოფლიო ლიდერი გენერალური/მრავალმიზნიანი ტვირთების და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვებში.
კომპანია Briese Schiffahrt-ის სათაო ოფისი ახორციელებს:
- საზღვაო გადაზიდვების ბაზრების ანალიზს, Briese Schiffahrts GmbH & Co. KG-ის ინჟინრების მიერ სატვირთო გემების შემდგომი მშენებლობით, პროექტების შემუშავებითა და დაგეგმარებით.
- გლობალური ტვირთის გამომგზავნებისთვის სრულად ინტეგრირებული ლოგისტიკური მოდელების შემუშავება.
- რესურსების გაწერა და დაგეგმარება, ტვირთების შეძენა, გემების დაფრახტვა, დაფრახტვის ხელშეკრულებების დადება, სატრანსპორტო სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია.
- აუდიტი და ეროვნული და საერთაშორისო საზღვაო წესების შესრულება.
- საზღვაო გემების შეძენა და გაყიდვა შიდა ბაზარზე და საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისთვის.
- გემების ტექნიკური და საზღვაო მომსახურება და ოპერატიული მზადყოფნის უზრუნველყოფა.
- გემების სერტიფიკაცია
- საზღვაო გემების რემონტი და ინსპექტირება გერმანულ და საერთაშორისო ნავსადგურებში
- გემების სხვადასხვა სახის მომარაგება
- კრუინგი საკუთარი საკრუინგო განყოფილებით, მათ შორის კრუინგი უცხოური კომპანიებისთვის
- ახალი გემების მშენებლობის კონტროლი გერმანიაში და საზღვარგარეთ
- საზღვაო გემების რეგისტრაცია გერმანული და საერთაშორისო დროშების ქვეშ
- გემებისთვის დოკში განრიგის შედგენა (ინსპექტორები ადგენენ გემთსაშენის არსებულ სიმძლავრეს სავარაუდო მარშრუტების მიხედვით მეფრახტესთან თანამშრომლობით [ან დაუყოვნებლივ დაზიანების შემთხვევაში], ადგენენ სატენდერო წინადადებებს, ირჩევენ გემთსაშენს, ახდენენ რემონტის/ სხვა სამუშაოების ორგანიზებას, ექსპლუატაციაში შეჰყავთ მომსახურების ინჟინრებს, ახორციელებენ დოკზე ზედამხედველობას, დათვალიერებას/ მწარმოებლურობის და დასრულების თარიღის შემოწმებას, გემთსაშენში სამუშაოების დათვალიერებას/ შემოწმებას, და ასევე ადგენენ საბოლოო ანგარიშ-ფაქტურას და ადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას სათაო ოფისში).
სხვადასხვა შვილობილ საწარმოებთან თანამშრომლობით ჯგუფის კომპანიები წარმოადგენენ ფართო სტრატეგიულ ქსელს.
თანამშრომლები:
კომპანიის დირექტორი
მაქსიმ ალექსანდრის ძე ნესტერ.
განათლება: ადმირალ ს.ო. მაკაროვის სახ. სახელმწიფო საზღვაო აკადემის ქ. სანქტ-პეტერბურგში (1989-1995), ფაკულტეტი: გემთმძღოლობა, 1995 წლიდან მუშაობდა ბალტიის საზღვაო ნაოსნობაში გემის კაპიტნის თანაშემწის თანამდებობაზე, 1996 წლიდან დაიწყო მუშაობა კომპანიაში Briese Schiffahrt GmbH კაპიტნის თანაშემწის გუშაგის და გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე, 2001 წლიდან მუშაობს კაპიტნად კომპანიის Briese Schiffahrt GmbH გემებზე, 2003 წლიდან არის კომპანიის Briese Swallow Sevastopol დირექტორი, 2014 წლიდან კომპანიის Briese Crewing Ukraine დირექტორი, 2023 წლიდან კომპანიის Briese Crewing Georgia დირექტორი.
ოფისის მენეჯერი:
ნაზი სეიდოღლი
დაამთავრა 2024 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ის იყო ნურ-სულთანის კაზგუუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი, სადაც სწავლობდა საერთაშორისო სამართალს. ამჟამად სწავლობს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მაგისტრატურაზე საპორტის ოპერაციების მართვის ფაკულტეტზე, საზღვაო მენეჯმენტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით. ნაზი სეიდოღლი ასევე არის ინგლისური ენის ბრიტანული სკოლის კურსდამთავრებული.
სწავლების და რეკრუტინგის ოფიცერი
განათლება: 2000 წელს დაამთავრა ადმირალ ს.ო. მაკაროვის სახ. სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთმძღოლობის ფაკულტეტი ქ. სანქტ-პეტერბურგში. 2000 წლიდან მუშაობდა სავაჭრო ფლოტის გემებზე კაპიტნის მესამე თანაშემწის, კაპიტნის მეორე თანაშემწის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის თანამდებობებზე. 2016 წლიდან კომპანიაში Briese Schiffahrt GmbH სწავლების და რეკრუტინგის ოფიცრის თანამდებობაზე. 2023 წლის მარტიდან მუშაობს კომპანიაში компании Briese Crewing Georgia ქ. ბათუმში.
ჩვენი დასაქმების მომსახურება არის სრულად უფასო, ჩვენ არ ვიღებთ არანაირ საკომისიოს.
ანკეტის შევსებასაკრუინგო კომპანიის “Briese Crewing Georgia” Ltd პოლიტიკა:
ვართ კომპანია "Briese Schiffahrt GmbH & Co Kg" ძირითადი პარტნიოტრი საქართველოში. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ კომპანიის პოლიტიკით განსაზღვრული პრინციპებითა და მოთხოვნებით და მკაფიოდ გვესმის, რომ მხოლოდ ადამიანური რესურსები სანაპიროსა და გემზე, მათი მაღალკვალიფიციური მომზადება, მოტივაცია და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულებების მიმართ, და ასევე ყველა სანაპირო ქვედანაყოფის ყოველმხრივი კოორდინაცია უზრუნველყოფს გემების ხარისხიან და უსაფრთხო მუშაობას.
ჩვენს პერსონალს ადგენენ გამოცდილი და კვალიფიციური კრუინგ-მენეჯერები, რომელთაც აქვთ პროფილური განათლება, ზღვაზე მუშაობის გამოცდილება, კარგად ესმით ის ფაქტი, რომ წარმატებული და ეფექტური მუშაობა დამოკიდებულია სანაპირო და საზღვაო პერსონალის სწორ და მჭიდრო თანამშრომლობაზე, სააგენტოს კლიენტების მიმართ მათ ყურადღებაზე და მათი მოვალეობების მკაფიოდ შესრულებაზე.
კომპანიაში "Briese Schiffahrt GmbH & Co Kg დასაქმებისთვის კანდიდატების შერჩევისას ძირითად კრიტერიუმებს წარმოადგენს პროფესიული თვისებები და სამუშაო გამოცდილება. ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია ასევე ინგისური ენის ცოდნა პროფილით, კომპანიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე აყვანა (დოკუმენტების სრული პეკეტის არსებობისას) ხორციელდება მხოლოდ დირექტორთან /შორეული ცურვის კაპიტანთან ან/და კომპანიის Briese Schiffahrt წარმომადგენელთან ინგლისურ ენაზე დეტალური გასაუბრების შემდეგ.
სააგენტოს ყველა მომსახურება მეზღვაურთათვის უფასოა.
ეკიპაჟების შერჩევის, დაკომპლექტების და დაქირავების დროს ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი კომპანიის კრიტერიუმებით და უპირატესობას ვანიჭებთ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ:
- რეკომენდაციები წინა სამუშაო ადგილიდან;
- საკუთარი თანამდებობრივი მოვალეობების ცოდნა;
- პროფესიული უნარ-ჩვევები;
- შერეულ ეკიპაჟებში მუშაობის გამოცდილება;
- პროფილური საზღვაო განათლების და პროფესიული მომზადების არსებობა;
- სამუშაო დიპლომების და სერტიფიკატების არსებობა მეზღვაურთა მომზადების და დიპლომირების და საგუშაგოზე დგომის 95 კონვენციის შესაბამისად;
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა;